logo
ENG



ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა

07 მაი 202010:46
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. სიკვდილიანობის მაჩვენებლით ქვეყანამ იტალიას გაუსწრო და შეერთებული შტატების შემდეგ, მეორე ადგილზეა. ბოლო მონაცემების თანახმად ინფიცირებულთა რაოდენობა აქ 200 ათასს აჭარბებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ს დიდ ბრიტანეთში 649 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე ტესტირება დღეში სამოცდაათ ათასამდე ადამიანს უტარდება. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ თვის ბოლომდე ტესტირების რაოდენობას დღეში ას ათასამდე გაზრდის.


close დახურვა